2011 წლის II სემესტრში 144-ე საჯარო სკოლის VII-ა კლასის მოსწავლეებმა მუშაობა განაახლეს სასწავლო პროექტზე: შევადგინოთ ლექსების კრებული. მოსწავლეებმა შეისწავლეს პროექტის წერის თავისებურებები, შეაგროვეს საყვარელი ლექსები, მოამზადეს ბროშურები ხელნაწერი და ნაბეჭდი სახით, გააფორმეს ყდა ორიგინალური დიზაინით და მოაწყეს პრეზენტაცია 27 იანვარს. პრეზენტაციაზე მონაწილეებმა წაიკითხეს რამოდენიმე ლექსი კრებულიდან, შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, მოზარდთა ნამუშევრებს გაეცნენ მაძიებლებიც. აღსანიშნავია, რომ VII-ა კლასის მოსწავლეები უკვე სამი წელია კლასის ხელმძღვანელისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქეთი ქათამაძის ხელმძღვანელობით უშვებენ სასკოლო ლიტერატურულ ჟურნალს, სადაც ათავსებენ საკუთარ ლექსებს, ჩანახატებსა და მინიატურებს. ამჟამად მოსწავლეები მუშაობენ IV ნომერზე და პრეზენტაციას გეგმავენ გაზაფხულზე, დედების დღესთან დაკავშირებულ კლასის საათზე.
ჟურნალის პრეზენტაცია
ელენე ღლონტი
მირანდა კარა
საბა თოდუა


ელენე ჩარგეიშვილი
ბარბარა შაიაშვილი
ისტ-ით გამდიდრებული ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა, პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, მანანა მჭედლიშვილი
გაკვეთილის თემა/თემის აქტუალობა 13 ასურელი მამის მოღვაწეობა საქართველოში, გეომეტრიული ინტერპრეტაციები
საგნები ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა
კლასი VII
დრო 45 წთ.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ქართ.VII.4. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ.VII.1. მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე.
ქართ.VII.7. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.
მათემატიკა- VII. მოსწავლემ შეძლოს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში მისთვის ნაცნობი გეომეტრიული ფიგურების დასახელება. ჩამოაყალიბოს მისი ნიშან-თვისებები და თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
წინარე ცოდნა მოსწავლეებს დავალებული აქვთ, მოიძიონ ინფორმაცია 13 ასურელი მამის მოღვაწეობის შესახებ ინტერნეტიდან ან სხვა წყაროებიდან.
აქტივობები და მისაღწევი შედეგები ისტ-ის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, აქტიური კითხვა, დისკუსია, სამუშაო წყვილებში, პრეზენტაცია.
გაკვეთილის თანმიმდევრობა გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი: პროვოცირება- პედაგოგი იწყებს გაკვეთილს კითხვებით, რა რიცხვია დღეს? (13) როგორ ფიქრობთ, მართლა თარსია ეს რიცხვი, თუ ცრურწმენაა მხოლოდ? მეცამეტე ნომერი ჟურნალში რა აზრისაა ამაზე? რომელი ფაქტი, მოვლენა, თუ ისტორიული პირი გახსენდებათ ამ რიცხვთან დაკავშირებით? (სავარაუდოდ, ერთ-ერთი პასუხი იქნება 13 ასურელი მამა), გავიხსენოთ, რა ვიცით მათი მოღვაწეობის შესახებ?
წვდომა- გაკვეთილი მიმდინარეობს საპრეზენტაციო პროგრამით მომზადებული სლაიდ-შოუს ფონზე, მოსწავლეები ეკრანზე ეცნობიან 13 ასურელი მამის მოღვაწეობისა და მათ მიერ აგებული ისტორიული ძეგლების ამსახველი ფოტომასალის მიხედვით მომზადებულ ვიდეოკოლაჟს და იღებენ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა კუთხით. ეცნობიან, რა როლი შეასრულეს ასურელმა მამებმა ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-განმტკიცებასა და ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების საქმეში, პარალელურად გაკვეთილში ერთვება მათემატიკის პედაგოგი და სთავაზობს მოსწავლეებს აღნიშნული ძეგლების მიხედვით მომზადებულ გეომეტრიულ ამოცანებს, წყვილებს ეძლევათ 3-3 წუთი თითოეული ამოცანის ამოსახსნელად და 2-2 წუთი პრეზენტაციისათვის-ამოხსნა დასაბუთებული მსჯელობით.
რეფლექსია-ქართულის პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს მიღებულ ინფორმაციას, მათემატიკის პედაგოგი აზუსტებს ამოცანების პასუხებს და ახდენს თეორიული მასალის განზოგადებას.
საშინაო დავალება: მათემატიკაში- ამოხსნან მსგავსი გეომეტრიული ამოცანა (მონაცემები ეკრანზე გამოჩნდება),
ქართულში- შეადგინონ კროსვორდი 13 ასურელი მამის სახელებისა და მოღვაწეობის ადგილების მიხედვით.
შეფასება ჩართულობისა და აქტიურობის მიხედვით- ქართულში, პრეზენტაციისა და დასაბუთებული მსჯელობის მიხედვით –მათემატიკაში. (იხ. შეფასების რუბრიკა)
საკლასო მენეჯმენტი/მოსწავლეთა ორგანიზება საერთო-საკლასო
საჭირო რესურსები კომპიუტერი, ეკრანი, პროექტორი, დაფა, ცარცი, რვეული, საწერი კალამი.