суббота, 15 января 2011 г.

VII-ა კლასის საახალწლო კარნავალი

VII-ა კლასის საახალწლო კარნავალი




















2010 წლის 24 დეკემბერს 144-ე საჯარო სკოლის VII-ა კლასის მოსწავლეებმა მხიარულად გააცილეს ძველი წელი და იზეიმეს ახალი წლის მოახლოება. მოსწავლეებმა თავად მოამზადეს სცენარი საახალწლო კარნავალისათვის, მოიტანეს საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული, ხილი და კანფეტები თოვლის პაპას ხურჯინში მოთავსდა, ბუშტებითა და წვიმებით კლასი მოირთო, თავად საახალწლო ნიღბებითა და აქსესუარებით მოირთნენ და კარნავალიც დაიწყო...ჟიურის წევრები იყვნენ მასწავლებლები, ქეთი ქათამაძე, კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი, ნატო მაისურაძე, რუსული ენის პედაგოგი. ბავშვები გადანაწილდნენ 5 ჯგუფად და დიჯეის, მარი ჯავახიშვილის მიერ მომზადებული ემბლემები გაინაწილეს, ემბლემები მიუთითებდა მონაწილეს, რომელ კონკურსში მიიღებდა იგი მონაწილეობას.




















I კონკურსი : ვინ უფრო მეტ საახალწლო სიმღერას გაიხსენებს?მონაწილეობენ




ჯგუფის ის წევრები, ვისი ემბლემაცაა ნოტი.

II კონკურსი: გემრიელი ვაშლი- ბავშვებმა მოამზადეს თოკზე ჩამოკიდებული ვაშლები, რომლებიც ხელის დაუხმარებლად უნდა შეჭამოს კგუფის იმ წევრმა, ვისი ემბლემაცაა ვაშლი (ამ კონკურსმა დიდი მხიარულება გამოიწვია:)

















III კონკურსი: ვის უნდა შოკოლადის ფილა? ამ შემთხვევაში ბავშვებმა ხელის დაუხმარებლად უნდა იპოვონ ფქვილით სავსე ჯამში შოკოლადის ფილა.
































IV კონკურსი: საცეკვაო ნომერი ბუშტით: წყვილები, რომელთა ემბლემაცაა ბუშტი, ცეკვავენ მუსიკის დასრულებამდე ისე რომ მათ შორის ბუშტი არ ჩამოვარდეს.















V კონკურსი: სასაცილო პოდიუმი- ბავშვები რიგრიგობით გამოდიან პოდიუმზე მხიარული მუსიკის თანხლებით , იღებენ ყუთიდან სხვადსხვა ნივთებს: ქუდი, შარფი, სათვალე, მარაო, ხელთათმანი, ნიღაბი და ა.შ. და აგრძელებენ პოდიუმს ამ ნივთის დემონსრტირებით.
VI კონკურსი მუსიკალური სმენის მქონეთათვისაა: აბა, გამოიცანი! ბავშვები უსმენენ ქართული ან უცხოური სიმღერის ნაწყვეტს და უნდა გამოიცნონ მომღერალი ან დაასრულონ სიმღერა.
VII კონკურსი- საახალწლო დალოცვა: მოსწავლეებმა ერთმანეთს მიულოცეს ახალი წელი ლექსით, სიმღერით და სადღეგრძელოებით. მონაწილეობენ ის ბავშვები, რომელთა ემბლემა არის ყანწი.




ჟიური აცხადებს გამარჯვებულებს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო ნიღაბი, მის ახალი წელი, მისტერ ახალი წელი, მის აქტიურობა, მისტერ აქტიურობა, თოვლის ბაბუა ურიგებს საახალწლო საჩუქრებს ყველას და კლასში ისმის ფეიერვერკების ხმა.





ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!