вторник, 5 июля 2011 г.
6-ბ კლასის გასვლითი ექსკურსია–მეცადინეობა ბოტანიკურ ბაღში
6–ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის, ქეთი ქათამაძისა და ბიოლოგიის პედაგოგის, ლალი ედიბერიძის ინიციატივით 22 მაისს მოაწყეს გასვლითი ექსკურსია–მეცადინეობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, მოსწავლეები დააკვირდნენ ბუნებას, მცენარეებს, ფრინველებს, ჩაინიშნეს სიახლეები და გადაიღეს ფოტოები, მოეწყო ჯგუფური მუშაობა და მოსწავლეებმა აღნუსხეს იმ ჩიტების რაოდენობა, რომლებიც უფრო ხშირად ბინადრობენ საქართველოში, კერძოდ, თბილისში, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ხშირად მოეწყოს ამგვარი ექსკურსია–მეცადინეობები
понедельник, 21 марта 2011 г.
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, მანანა მჭედლიშვილი
воскресенье, 6 марта 2011 г.
მაძიებელთა გაკვეთილები
მაძიებელთა მიერ ჩატარებული სადემონსტრაციო გაკვეთილები
მაძიებლებმა ნანა ზვიადაძემ და დარეჯან სუმბაძემ ჩაატარეს სადემონსტრაციო გაკვეთილები VIII და VII კლასებში 2011 წლის თებერვალსა და მარტში. აღსანიშნავია, რომ ორივე მაძიებელი ძალიან მოტივირებული და მიზანდასახულია. მოსწავლეებიც დაინტერესდნენ მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილებით. მაძიებლები ჩართულნი არიან სასკოლო ცხოვრებაში, ესწრებიან სასკოლ ღონისძიებებსა და კონფერენციებს, მონაწილეობენ ლიტერატურული ჟურნალის მომზადებასა და შეფასებაში. მენტორ-მაძიებელთა თანამშრომლობა ნამდვილად ნაყოფიერი და შედეგიანია..
воскресенье, 27 февраля 2011 г.
გასვლითი ექსკურსია-მეცადინეობა ეგზოტარიუმში
გასვლითი ექსკურსია-მეცადინეობა ეგზოტარიუმში
2011 წლის 26 თებერვალს 144-ე საჯარო სკოლის VII-ა კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგის ლალი ედიბერიძის ხელმძღვანელობითა და კლასის დამრიგებლის ქეთი ქათამაძის დახმარებით მოაწყეს გასვლითი ექსკურსია-მეცადინეობა თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმში. ბ
ავშვებმა დაათვალიერეს ქვეწარმავლები, თევზები, წყალმცენარეები... შეასრულეს პედაგოგის მითითებით გარკვეული დავალებები, ჩაინიშნეს საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა ქვეწარმავალსა თუ თევზზე, გადაიღეს სურათები ვოლიერებთან. პედაგოგთა ინიციატივით მოსწავლე
ები მიღებული შთაბეჭდილებებისა და ფოტომასალით მოამზადებენ კედლის გაზეთს.
понедельник, 21 февраля 2011 г.
суббота, 5 февраля 2011 г.
2011 წლის II სემესტრში 144-ე საჯარო სკოლის VII-ა კლასის მოსწავლეებმა მუშაობა განაახლეს სასწავლო პროექტზე: შევადგინოთ ლექსების კრებული. მოსწავლეებმა შეისწავლეს პროექტის წერის თავისებურებები, შეაგროვეს საყვარელი ლექსები, მოამზადეს ბროშურები ხელნაწერი და ნაბეჭდი სახით, გააფორმეს ყდა ორიგინალური დიზაინით და მოაწყეს პრეზენტაცია 27 იანვარს. პრეზენტაციაზე მონაწილეებმა წაიკითხეს რამოდენიმე ლექსი კრებულიდან, შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, მოზარდთა ნამუშევრებს გაეცნენ მაძიებლებიც. აღსანიშნავია, რომ VII-ა კლასის მოსწავლეები უკვე სამი წელია კლასის ხელმძღვანელისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქეთი ქათამაძის ხელმძღვანელობით უშვებენ სასკოლო ლიტერატურულ ჟურნალს, სადაც ათავსებენ საკუთარ ლექსებს, ჩანახატებსა და მინიატურებს. ამჟამად მოსწავლეები მუშაობენ IV ნომერზე და პრეზენტაციას გეგმავენ გაზაფხულზე, დედების დღესთან დაკავშირებულ კლასის საათზე.
ისტ-ით გამდიდრებული ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა, პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, მანანა მჭედლიშვილი
გაკვეთილის თემა/თემის აქტუალობა 13 ასურელი მამის მოღვაწეობა საქართველოში, გეომეტრიული ინტერპრეტაციები
საგნები ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა
კლასი VII
დრო 45 წთ.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ქართ.VII.4. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ.VII.1. მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე.
ქართ.VII.7. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.
მათემატიკა- VII. მოსწავლემ შეძლოს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში მისთვის ნაცნობი გეომეტრიული ფიგურების დასახელება. ჩამოაყალიბოს მისი ნიშან-თვისებები და თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
წინარე ცოდნა მოსწავლეებს დავალებული აქვთ, მოიძიონ ინფორმაცია 13 ასურელი მამის მოღვაწეობის შესახებ ინტერნეტიდან ან სხვა წყაროებიდან.
აქტივობები და მისაღწევი შედეგები ისტ-ის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, აქტიური კითხვა, დისკუსია, სამუშაო წყვილებში, პრეზენტაცია.
გაკვეთილის თანმიმდევრობა გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი: პროვოცირება- პედაგოგი იწყებს გაკვეთილს კითხვებით, რა რიცხვია დღეს? (13) როგორ ფიქრობთ, მართლა თარსია ეს რიცხვი, თუ ცრურწმენაა მხოლოდ? მეცამეტე ნომერი ჟურნალში რა აზრისაა ამაზე? რომელი ფაქტი, მოვლენა, თუ ისტორიული პირი გახსენდებათ ამ რიცხვთან დაკავშირებით? (სავარაუდოდ, ერთ-ერთი პასუხი იქნება 13 ასურელი მამა), გავიხსენოთ, რა ვიცით მათი მოღვაწეობის შესახებ?
წვდომა- გაკვეთილი მიმდინარეობს საპრეზენტაციო პროგრამით მომზადებული სლაიდ-შოუს ფონზე, მოსწავლეები ეკრანზე ეცნობიან 13 ასურელი მამის მოღვაწეობისა და მათ მიერ აგებული ისტორიული ძეგლების ამსახველი ფოტომასალის მიხედვით მომზადებულ ვიდეოკოლაჟს და იღებენ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა კუთხით. ეცნობიან, რა როლი შეასრულეს ასურელმა მამებმა ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-განმტკიცებასა და ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების საქმეში, პარალელურად გაკვეთილში ერთვება მათემატიკის პედაგოგი და სთავაზობს მოსწავლეებს აღნიშნული ძეგლების მიხედვით მომზადებულ გეომეტრიულ ამოცანებს, წყვილებს ეძლევათ 3-3 წუთი თითოეული ამოცანის ამოსახსნელად და 2-2 წუთი პრეზენტაციისათვის-ამოხსნა დასაბუთებული მსჯელობით.
რეფლექსია-ქართულის პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს მიღებულ ინფორმაციას, მათემატიკის პედაგოგი აზუსტებს ამოცანების პასუხებს და ახდენს თეორიული მასალის განზოგადებას.
საშინაო დავალება: მათემატიკაში- ამოხსნან მსგავსი გეომეტრიული ამოცანა (მონაცემები ეკრანზე გამოჩნდება),
ქართულში- შეადგინონ კროსვორდი 13 ასურელი მამის სახელებისა და მოღვაწეობის ადგილების მიხედვით.
შეფასება ჩართულობისა და აქტიურობის მიხედვით- ქართულში, პრეზენტაციისა და დასაბუთებული მსჯელობის მიხედვით –მათემატიკაში. (იხ. შეფასების რუბრიკა)
საკლასო მენეჯმენტი/მოსწავლეთა ორგანიზება საერთო-საკლასო
საჭირო რესურსები კომპიუტერი, ეკრანი, პროექტორი, დაფა, ცარცი, რვეული, საწერი კალამი.
суббота, 15 января 2011 г.
VII-ა კლასის საახალწლო კარნავალი
VII-ა კლასის საახალწლო კარნავალი












ჟიური აცხადებს გამარჯვებულებს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო ნიღაბი, მის ახალი წელი, მისტერ ახალი წელი, მის აქტიურობა, მისტერ აქტიურობა, თოვლის ბაბუა ურიგებს საახალწლო საჩუქრებს ყველას და კლასში ისმის ფეიერვერკების ხმა.


2010 წლის 24 დეკემბერს 144-ე საჯარო სკოლის VII-ა კლასის მოსწავლეებმა მხიარულად გააცილეს ძველი წელი და იზეიმეს ახალი წლის მოახლოება. მოსწავლეებმა თავად მოამზადეს სცენარი საახალწლო კარნავალისათვის, მოიტანეს საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული, ხილი და კანფეტები თოვლის პაპას ხურჯინში მოთავსდა, ბუშტებითა და წვიმებით კლასი მოირთო, თავად საახალწლო ნიღბებითა და აქსესუარებით მოირთნენ და კარნავალიც დაიწყო...ჟიურის წევრები იყვნენ მასწავლებლები,
ქეთი ქათამაძე, კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი, ნატო მაისურაძე, რუსული ენის პედაგოგი. ბავშვები გადანაწილდნენ 5 ჯგუფად და დიჯეის, მარი ჯავახიშვილის მიერ მომზადებული ემბლემები გაინაწილეს, ემბლემები მიუთითებდა მონაწილეს, რომელ კონკურსში მიიღებდა იგი მონაწილეობას.



ჯგუფის ის წევრები, ვისი ემბლემაცაა ნოტი.
II კონკურსი: გემრიელი ვაშლი- ბავშვებმა მოამზადეს თოკზე ჩამოკიდებული ვაშლები, რომლებიც ხელის დაუხმარებლად უნდა შეჭამოს კგუფის იმ წევრმა, ვისი ემბლემაცაა ვაშლი (ამ კონკურსმა დიდი მხიარულება გამოიწვია:)

III კონკურსი: ვის უნდა შოკოლადის ფილა? ამ შემთხვევაში ბავშვებმა ხელის დაუხმარებლად უნდა იპოვონ ფქვილით სავსე ჯამში შოკოლადის ფილა.




IV კონკურსი: საცეკვაო ნომერი ბუშტით:
წყვილები, რომელთა ემბლემაცაა ბუშტი, ცეკვავენ მუსიკის დასრულებამდე ისე რომ მათ შორის ბუშტი არ ჩამოვარდეს.




V კონკურსი: სასაცილო პოდიუმი- ბავშვები რიგრიგობით გამოდიან პოდიუმზე მხიარული მუსიკის თანხლებით , იღებენ ყუთიდან სხვადსხვა ნივთებს: ქუდი, შარფი, სათვალე, მარაო, ხელთათმანი, ნიღაბი და ა.შ. და აგრძელებენ პოდიუმს ამ ნივთის დემონსრტირებით.
VI კონკურსი მუსიკალური სმენის მქონეთათვისაა: აბა, გამოიცანი! ბავშვები უსმენენ ქართული ან უცხოური სიმღერის ნაწყვეტს და უნდა გამოიცნონ მომღერალი ან დაასრულონ სიმღერა.
VII კონკურსი- საახალწლო დალოცვა: მოსწავლეებმა ერთმანეთს მიულოცეს ახალი წელი ლექსით, სიმღერით და სადღეგრძელოებით. მონაწილეობენ ის ბავშვები, რომელთა ემბლემა არის ყანწი.

VII კონკურსი- საახალწლო დალოცვა: მოსწავლეებმა ერთმანეთს მიულოცეს ახალი წელი ლექსით, სიმღერით და სადღეგრძელოებით. მონაწილეობენ ის ბავშვები, რომელთა ემბლემა არის ყანწი.



ჟიური აცხადებს გამარჯვებულებს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო ნიღაბი, მის ახალი წელი, მისტერ ახალი წელი, მის აქტიურობა, მისტერ აქტიურობა, თოვლის ბაბუა ურიგებს საახალწლო საჩუქრებს ყველას და კლასში ისმის ფეიერვერკების ხმა.
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!
Подписаться на:
Сообщения (Atom)